By Noddari


  • მთავარი გვერდი
  • ვიზუალური ისტორიები
    • I - თვალები ამბობენ იმას, რასაც ვერ გადმოსცემენ სიტყვები
    • II - მხოლოდ ღიმილია საჭირო
    • III - ბალანსი
    • IV - კოსმიური საჩუქარი
    • V - სიყვარული ყოველთვის
    • VI - ოპტიმისტური
    • VII - შენ, ნუმიზმატი
    • VIII - თერაპევტები
  • ფოტოგრაფია
    • I - ცხოვრების ფერები
    • II - დღის ფერები
    • III - ღამის ფერები
    • IV - რუხის ფერები
    • V - სულის ფერები
    • VI - ფირის ფერები
  • მუსიკა






თერაპევტები



VIII


ჩვენ, უფროსებს, ყოველთვის რაღაც სანერვიულო, რაღაც მისახედი გვაქვს.
ხანდახან ისე მიზანმიმართულად და გატაცებით ვუდგებით საკითხებს
ხანდახან კი როგორი გაბნეული და ქაოტური ვართ.
თითქოს დაგვავიწყდა ერთ დროს რაც ვიყავით -
მოსიყვარულე და კეთილი, ცნობისმოყვარე და უდარდელი.
დაგვავიწყდა როგორ მარტივად შეიძლებოდა ჩვენი აღტაცება და განცვიფრება ყველაზე უმნიშვნელო რაღაცებითაც კი.
დაგვავიწყდა როგორი ტოლერანტულები ვიყავით,
როცა ყველას და ყველაფერს ისეთს ვიღებდით, როგორებიც იყვნენ.
დაგვავიწყდა, როგორ იყო ყველაფერი მაშინ, როდესაც ჩვენი კიდურები მოკლე იყო,
სინდისი - წმინდა
ხოლო გონება - წაუხდენელი.
ჩვენ ვისწავლეთ, რომ ფულის, პატივის, ძალაუფლების, სილამაზის მიმართ უნდა ვილტვოდეთ როგორც ჩრჩილი ნათურის სინათლისკენ.
და როდესაც ცხოვრების ერთ მომენტში თუ მეორეში გარდაუვალი კრახი გვეწვევა,
ჩვენ თავებს ვიხჩობთ ეკრანებში, ღვინოში ან ნებისმიერ რამეში, რაც წამით მაინც დაგვავიწყებს ჩვენს სევდაჩაღვრილ გატეხილობას.
ჩვენ გვავიწყდება, რომ საუკეთესო ანტიდეპრესანტები არც ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და არც ძვირია,
ისინი ჩვენ ირგვლივ არიან - პატარა კრეატიული მზის სხივები ყველას რომ გვყავს ცხოვრებაში.
ბავშვები საუკეთესო თერაპევტები არიან
და მათგან ძალიან ბევრი გვაქვს (ხელახლა) სასწავლი.
ეს დასასრული არ არის, ყველაფერი იწყება ახლა!
I - თვალები ამბობენ იმას, რასაც ვერ გადმოსცემენ სიტყვები
II - მხოლოდ ღიმილია საჭირო
III - წონასწორობა
IV - კოსმიური საჩუქარი
V - სიყვარული ყოველთვის
VI - ოპტიმისტური
VII - შენ, ნუმიზმატი
VIII - თერაპევტები
ახლა აქ ხარ