By Noddari


  • მთავარი გვერდი
  • ვიზუალური ისტორიები
    • I - თვალები ამბობენ იმას, რასაც ვერ გადმოსცემენ სიტყვები
    • II - მხოლოდ ღიმილია საჭირო
    • III - ბალანსი
    • IV - კოსმიური საჩუქარი
    • V - სიყვარული ყოველთვის
    • VI - ოპტიმისტური
    • VII - შენ, ნუმიზმატი
    • VIII - თერაპევტები
  • ფოტოგრაფია
    • I - ცხოვრების ფერები
    • II - დღის ფერები
    • III - ღამის ფერები
    • IV - რუხის ფერები
    • V - სულის ფერები
    • VI - ფირის ფერები
  • მუსიკა






შენ, ნუმიზმატი



VII


როდესაც გეკითხებიან – “ვინ ხარ შენ?” – რას პასუხობ?
უმეტეს შემთხვევაში, შენ ახდენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას იმიტომ, რომ ასე არის მიღებული.
თუმცა პატარა საიდუმლოს გაგანდობ – შენი სახელი და გვარი; სქესი; წარმომავლობა; რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებები
არ განსაზღვრავს შენს სრულყოფილ “მე-ს”.
მე გეტყვი ვინ ხარ შენ – შენ ხარ ნუმიზმატი და ფული, რომელსაც აგროვებ ცოდნა, რწმენა და მოგონებებია.
სხვების მიერ მოცემული თუ ნაპოვნი მონეტების გარეშე შენ ხარ ორგანიზმი,
რომელსაც მხოლოდ ქმნიან, აბარებენ მიწას და ამით ის შესანიშნავად ითვისებს უსულო საგნების არსს.
მონეტების გარეშე შენი გონება ცარიელი ყულაბაა, რომელსაც დანიშნულება არ გააჩნია.
სწორედ მათი საშუალებით ეკუთვნი ადამიანთა მოდგმას, შესაბამისად, ჯერ იაზრებ, ხოლო შემდეგ, რაც შეიძლება ხშირად, ივიწყებ შენს დროებითობას.
შენ აგროვებ მონეტებს და რაც უფრო მრავალფეროვანია შენი კოლექცია, მით უფრო მდიდარი ხარ.
შენ ხარ ვაჭარი და ცდილობ მაქსიმალური მიიღო სამყაროსგან მინიმალური დანაკლისით.
შენ ხარ ვაჭარი და შენი შეზღუდული დროის გაყიდვას ანდომებ უდიდეს ენერგიას.
თუმცა ხანდახან ის იმაზე უფრო ძვირია, ვიდრე შემოთავაზებული ფასი და ტრანზაქცია მხოლოდ წამგებიანია.
ხშირად, შენ გასცემ იმაზე მეტს, ვიდრე იღებ.
შენ დადიხარ და ხვდები უამრავ ადამიანს.
შენ დადიხარ, და ხვდები საკუთარ თავს.
ის რუტინული რუხი, რომელიც მთელი წელი თვალწინ გიდგას იცვლება ხასხასა მწვანეთი, თვალისმომჭრელი ყვითლით, სისხლისფერი წითლით…
ხვდები ადამიანებს და ამჩნევ, რომ სამყაროს შესახებ ოდნავ უფრო მეტი იცი, ვიდრე იქამდე;
ხვდები, რომ არსებობენ სხვები იმ ჭუვრის გარეთ, რომელსაც შენი საზოგადოება ქვია;
არსებობენ სხვა ცივილიზაციებიც.
შენ დადიხარ მთაში და დადიხარ ბარში, იკარგები ქალაქებსა და სოფლებში და ცხოვრების მოზაიკის გაბნეულ კენჭებს აგროვებ.
სახეები, რომლებსაც ვეღარასდროს შეხვდები და სახეები, რომლებიც კვლავ გამოჩნდებიან შენს ცხოვრებაში დროის რომელიღაც სარტყელში, უდიდეს გაკვირვებას იწვევენ შენში.
ემოციები, რომლებიც უნივერსალური გეგონა და სახეები კი სტატიკური, აქამდე წარმოუდგენელი კომბინაციით არიან გამოფენილი და შენგან მხოლოდ დაკვირვებას მოითხოვენ.
სხვების თვალები, რომლებიც ისტორიებს ასხივებენ; მზერა, რომელიც შენს მზერას შთანთქავს თავის უსასრულობაში;
ღიმილი, რომელიც შენში გადმოიღვრება და სითბოთი გავსებს; გაყალიბებს შენ როგორც “შენ”.
შენ გიყვარს შენი ზურგჩანთა და ეს მხოლოდ შესანიშნავია.
შენ ხარ მოხეტიალე და შენ მიერ გავლილი გზა და მოპოვებული გამოცდილება ღირდა იმად, რომ ახლა და აქ იყო და იმადაც, სადაც ხვალ იქნები.
შენ ხარ მოხეტიალე და შენ მსოფლიოში მოგზაურობ.
ეს დასასრული არ არის, ყველაფერი იწყება ახლა!
I - თვალები ამბობენ იმას, რასაც ვერ გადმოსცემენ სიტყვები
II - მხოლოდ ღიმილია საჭირო
III - წონასწორობა
IV - კოსმიური საჩუქარი
V - სიყვარული ყოველთვის
VI - ოპტიმისტური
VII - შენ, ნუმიზმატი
ახლა აქ ხარ
VIII - თერაპევტები