By Noddari


  • მთავარი გვერდი
  • ვიზუალური ისტორიები
    • I - თვალები ამბობენ იმას, რასაც ვერ გადმოსცემენ სიტყვები
    • II - მხოლოდ ღიმილია საჭირო
    • III - ბალანსი
    • IV - კოსმიური საჩუქარი
    • V - სიყვარული ყოველთვის
    • VI - ოპტიმისტური
    • VII - შენ, ნუმიზმატი
    • VIII - თერაპევტები
  • ფოტოგრაფია
    • I - ცხოვრების ფერები
    • II - დღის ფერები
    • III - ღამის ფერები
    • IV - რუხის ფერები
    • V - სულის ფერები
    • VI - ფირის ფერები
  • მუსიკა






წონასწორობა



III


და იქმნა ნათელი,
რომელმაც გახვრიტა სიბნელის მარადიული ყოფა,
გააღწია არარაობის მიღმა და იმოგზაურა მანამ,
სანამ არ შეეჯახა მყარ, სფეროსებურ მასას
რომელიც თავისი საწყისივით გამოკიდებული იყო მარტოსულ სივრცეში.
როცა თითქოს შამფურზე აცმული დედამიწა გაცივებულ მხარეს მიუბრუნებს სულიერ დედას,
სულმოუთქმელად ველით მომდევნო დღის დადგომას,
რადგან სიბნელე ძალიან გვაშინებს.
ის გვაბრკოლებს სამყაროს ვიზუალური აღქმისგან,
შესაბამისად უკონტორლობის და უსუსურობის გრძნობა გვეუფლება.
ამ შიშს ბავშვებს პატარაობიდანვე ვუნერგავთ, ვინაიდან ტრადიცული გაგებით
სიბნელე ბოროტებასთან, ხოლო სინათლე სიკეთესთან ასოცირდება.
სიბნელის იდეალური ფორმა სინამდვილეში მეტი არაფერია, თუ არა უმეცრება
და ასევეა სინათლეც, როდესაც ისინი განცალკევებულები არიან.
სიბნელის გარეშე თვალების არსებობასაც აზრი დაეკარგებოდა, უბრალოდ იმიტომ,
რომ ვერაფერს დავინახავდით, ვერ აღვიქვამდით სივრცეს ჩრდილის არ არსებობის გამო
და ვერც ვარსკვლავებს დავინახავდით ვერასდროს,
სწორედ ისე, როგორც მზიან დღეს ან გადანათებული ქალაქის ცენტრში ვერასდროს დავინახავთ ირმის ნახტომს.
ცხოვრებაც, ალბათ, რაღაცით ჩამოგავს სინათლისა და სიბნელის ერთობას.
მუდმივ ბედნიერებას ფასი არ ექნებოდა რთული დღეების გარეშე;
სილამაზე დაუფასებელი დარჩებოდა არასრულყოფილების არარსებობის გარეშე;
დინამიკური და მრავალფეროვანი ცხოვრება,
ისეთი როგორითაც ახლა ვცხოვრობთ,
შეიცვლებოდა სტატიკური, ერთგანზომილიებიანი ცხოვრებით,
დაახლოებით ისეთით, რობოტები რომ არსებობენ.
საბოლოოდ სამოთხე და ჯოჯოხეთიც ხომ განუცალკევებელია,
ისინი წარმოადგენენ ისეთივე უკიდურესობებს როგორსაც სინათლე და სიბნელე.
რომ შეიგრძნო და დააფასო სიამოვნება,
უნდა იცოდე რა არის ტანჯვა და პირიქით,
რადგან ნებისმიერი სახის უკიდურესობა კონტრასტის გარეშე იწვევს მხოლოდ უმეცრებას.
ჩვენი გონება მეტი არაფერია
თუ არა სხვაადსხვა დოზით შეცნობილი ჯოჯოხეთებისა და სამოთხეების ნაზავი.
და იქმნა ბნელი და შეერწყა ნათელს.
მხოლოდ მაშინ მიაღწია სამყარომ
თავის სრულყოფილ ფორმას.
ეს დასასრული არ არის, ყველაფერი იწყება ახლა!
I - თვალები ამბობენ იმას, რასაც ვერ გადმოსცემენ სიტყვები
II - მხოლოდ ღიმილია საჭირო
III - წონასწორობა
ახლა აქ ხარ
IV - კოსმიური საჩუქარი
V - სიყვარული ყოველთვის
VI - ოპტიმისტური
VII - შენ, ნუმიზმატი
VIII - თერაპევტები